Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს რკინიგზის“ პროფკავშირებმა ორსაათიანი გაფიცვა მოაწყვეს


„საქართველოს რკინიგზის“ პროფკავშირებმა დღეს ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა გამოაცხადეს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მათი მოლაპარაკება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელებთან, რომელთა წინადადებები (მათ შორის ხელფასის გაზრდა 11%-ით) თანამშრომლებისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ხელფასის გაზრდის გარდა „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას, პროფკავშირული აქტიურობისთვის დასჯილი თანამშრომლების უფლებათა აღდგენას და სამართლიანი საპრემიო სისტემის შემოღებას. პროფკავშირების მოთხოვნებს „არაკონსტრუქციული“ უწოდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი გაგნიძემ. ამასთანავე, ადმინისტრაცია განმარტავს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის უფლებამოსილება ამჟამად შეჩერებულია, რის გამოც დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება და, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლა და თანამშრომელთა ნაწილის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
XS
SM
MD
LG