Accessibility links

კარლა დელ პონტე: სირიაში მოწმენი ვართ „კაცობრიობის წინაშე დანაშაულისა“


გაეროს სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მას სურს, საჯარო გახდეს სირიის ხელისუფლების იმ მაღალი რანგის მოხელეთა ვინაობა, რომლებსაც შეიძლება ომის დანაშაულში მიუძღოდეთ ბრალი. დელ პონტე გაეროს იმ საგამოძიებო კომისიის წევრია, რომელიც იძიებს სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევებს. 1990-იან წლებში დელ პონტე ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორი იყო. სირიის საკითხებზე მომუშავე გაეროს კომისია აგროვებს სირიაში მიმდინარე 19-თვიანი კონფლიქტის განმავლობაში ქვეყნის სამთავრობო ჯარისა და ოპოზიციური შეიარაღებული ძალების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ფაქტებსა და მტკიცებულებებს.
XS
SM
MD
LG