Accessibility links

მეჩეთში მომხდარ ტერაქტში ავღანეთში 40 კაცი დაიღუპა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში მოწყობილ აფეთქებაში სულ მცირე 40 კაცი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. თავდასხმა მუსლიმთა წმინდა დღესასწაულ ყურბან-ბაირამის პირველ დღეს ფარიაბის პროვინციის დედაქალაქ მეიმანაში მოხდა. პარასკევს ქალაქგარეთ მდებარე ღია მეჩეთში თვითმკვლელმა აფეთქება იმ დროს მოაწყო, როდესაც უამრავი მლოცველი სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ მეჩეთს ტოვებდა. პროვინციის გუბერნატორის მოადგილის აბდულ სათარ ბარეზის თქმით, დაღუპულთა შორის 19 ჯარისკაცი, პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
XS
SM
MD
LG