Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ამოქმედდა დროებითი ზავის რეჟიმი


დღეიდან სირიაში ამოქმედდა დროებითი ზავი, რომელიც მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის ყურბან ბაირამის განმავლობაში, ოთხ დღეს გასტანს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას დაეთანხმა როგორც სირიის ხელისუფლება, ისე შეიარაღებული ოპოზიცია „თავისუფალი სირიის არმიის“ სახელით. რამდენიმე რადიკალურმა შეირაღებულმა ჯგუფბმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე. თუმცა, დაპირისპირებულმა ძალებმა დაიტოვეს უფლება, რომ სროლითვე უპასუხონ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის ნებისმიერ შემთხვევას. სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, დამასკის ერთ-ერთ გარეუბანში პარასკევს სნაიპერის ტყვიით და ჭურვების აფეთქებით დაიღუპა სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG