Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უზენაესი საბჭოს სხდომა დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ოქტომბერს გაიმართება. 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების კვალობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში ასევე კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი-ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და სწორედ ის დააკომპლექტებს აჭარის საკანომდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი; ბანკ “ქართუს” აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაზი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე განიხილებიან
XS
SM
MD
LG