Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ გულაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდა


ციხეში მყოფი მედია-ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც ორთაჭალის ციხიდან გამოსულმა მალხაზ გულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო და დაპატიმრება ტელეკომპანია “კავკასიაში” “მოწყობილმა ბინძურმა პროვოკაციამ გამოიწვია”. მედია-ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წლის 25 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ის ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. გულაშვილის თქმით, ციხეში ის უკანონოდ იმყოფებოდა და მის დაკავებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
XS
SM
MD
LG