Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა დისკუსია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რეფორმაზე


მოსკოვში დღეს გაიმართა დისკუსია ბოლოდროინდელ რეფორმებზე, რომლებიც ტარდება რადიო თავისუფლების რუსულენოვან რედაქციაში. რუს უფლებადამცველებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ესაუბრნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, სტივენ კორნი, ვიცე-პრეზიდენტი ჯულია რაგონა და რუსული რედაქციის დირექტორი მაშა გესენი. რუსულ რედაქციაში მიმდინარე რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ათავისუფლებენ თანამშრომლების მნიშვნელოვან ნაწილს და მოსკოვში გადააქვთ რედაქციის მთავარი ოფისი, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. დისკუსიის მონაწილეებს შორის იყვნენ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლუდმილა ალექსეევა, უფლებადამცველები პაველ ლიტვინოვი და ვალერი ბორშჩევი, ცენტრ „მემორიალის“ თავმჯდომარე ალექსანდრ ჩერკასოვი. შენობასთან, სადაც დისკუსია მიმდინარეობდა, პიკეტი გამართა რუსული სამსახურის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა, თავისი გათავისუფლებისა და რედაქციაში მიმდინარე რეფორმის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG