Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალ ”სენდის” აშშ-სა და კანადაში 13 ადამიანი ემსხვერპლა


დაზუსტებული ინფორმაციით, ტროპიკულ ქარიშხალ ”სენდის” აშშ-ში 12 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი დაიღუპა კანადაში. სააგენტოების ცნობით, სულ ცოტა 5 ადამიანი ხეების წაქცევას ემსხვერპლა. ”სენდი” აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს წუხელ დაატყდა თავს. წყლის ადიდების შედეგად, დაიტბორა ქალაქ ნიუ იორკის მეტროსა და საავტომობილო გვირაბები. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ნიუ იორკის ასი ათასობით მაცხოვრებელი. ”სენდის” სიჩქარე საათში 135 კილომეტრს აღწევდა. აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატებში ელექტროენერგიის გარეშეა სამ მილიონზე მეტი ადამიანი. ქარიშხალ ”სენდის” გამო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიით გათვალისწინებული არაერთი ღონისძიება გაუქმდა. ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ელექტროსადენების დაზიანების გამო ბევრ ადგილას ხანძარი გაჩნდა. მათი უმრავლესობა მცირე მასშტაბის აღმოჩნდა. მაიკლ ბლუმბერგმა და ქარიშხლით მოცული შვიდი შტატის გუბერნატორებმა მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდეს. ათიათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ქარიშხალ ”სენდის” გამო კარიბის ზღვის კუნძულებზე დაახლოებით 60 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG