Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა ვებ-საიტების დაბლოკვის მექანიზმი


რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა აკრძალული შინაარსის მქონე ვებ-საიტების დაბლოკვის მექანიზმი. პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 26 ოქტომბერს მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომელიც 1 ნოემბრიდან შედის ძალაში და რომლითაც დამტკიცდა აკრძალული ვებ-საიტების სია. რეზოლუციით განისაზღვრა აგრეთვე ჩამოთვლილი ვებ-საიტების მუშაობის კრიტერიუმები და გარკვეული შინაარსის ინფორმაციის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია განსხვავდება რეზოლუციის პროექტისგან, რომელიც მანამდე საჯარო განხილვისთვის იყო გამოქვეყნებული.
XS
SM
MD
LG