Accessibility links

logo-print

დააკავეს ლევან გაჩეჩილაძის შვილი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ დააკავა ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს ბრალი. (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). გიორგი გაჩეჩილაძე 27 ოქტომბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარი ჩხუბის შედეგად დააკავეს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG