Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რატიფიცირებულია პენსიების საკითხზე სოხუმთან და ცხინვალთან შეთანხმებები


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში ოთხშაბათს რატიფიცირებულ იქნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან შეთანხმებები შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. შეთანხმებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები პენსიას მიიღებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთში გადასახლების, ისევე როგორც ამ რესპუბლიკებში დარჩენის შემთხვევაში. ამას ითვალისწინებს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმებები, რომლებიც ხუთი წლის დაიდო და ვადის გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG