Accessibility links

logo-print

სირიაში 28 ჯარისკაცი მოკლეს არმიის ბლოკპოსტებზე თავდასხმისას


სირიელი უფლებადამცველების ცნობით, მეამბოხეებმა 28 ჯარისკაცი მოკლეს არმიის სამ ბლოკპოსტზე თავდასხმებისას. ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება, რომ ოპოზიციის აქტივისტები ადასტურებენ ინფორმაციას დამასკის ჩრდილოდასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში, ქალაქ სარაყების გარშემო მოწყობილი თავდასხმების შესახებ. მათი ცნობით, დაიღუპა ხუთი მეამბოხე. დანარჩენებმა ბლოკპოსტებიდან წაიყვანეს რამდენიმე დაჯავშნული ავტომანქანა. იდლიბის პროვინცია მიჩნეულია მეამბოხეებსა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიცენტრად.
XS
SM
MD
LG