Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გრძელდება აქცია საარჩევნო ხმების ხელახლა დათვლის მოთხოვნით


კიევში ისევ შეიკრიბნენ აქციაზე გასული თვის საპარლამენტო არჩევნების, ოპოზიციონერების შეფასებით, გაყალბების გასაპროტესტებლად. აქტივისტებმა თავი მოიყარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტაბბინასთან, ხმების ნაწილის ხელახლა დათვლის მოთხოვნით. დემონსტრანტებს შორის არის ოპოზიციურ პარტია „უდარის“ ლიდერი, მოკრივე ვიტალი კლიჩკოც. „თუ მოვიცდით, არაფერი შეიცვლება. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკვე 20 წელი გავიდა, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიცადოთ? თუ მოვიცდით, მომდევნო 20 წელიწადი კიდევ უფრო სწრაფად ჩაივლის. არ გვინდა მოცდა! ჩვენ ვიბრძოლებთ, რადგან ვიცით, რომ ბრძოლის გარეშე გამარჯვება არასოდეს არ იქნება. ამიტომაც შევიკრიბეთ აქ დღეს“, უთხრა კლიჩკომ კიევში საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხს.
XS
SM
MD
LG