Accessibility links

გენერალმა კალანდაძემ დატოვა გლდანის ციხის კედლები


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. შტაბის უფროსმა საპყრობილე გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ დატოვა. გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს თანხის გადახდა 9 ნომებერს შეეფარდა. მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ასევე მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან. შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩანა ახალაიმ სასამართლოს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი გლდანის საგამომძიებლო იზოლატორშია გადაყვანილი. ახალაიას თანამდებობის ბოროტად გამოყენების გარდა, პროკურატურამ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც წაუყენა.
XS
SM
MD
LG