Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარდაჭერას უცხადებს სირიის ოპოზიციას


ვაშინგტონმა მხარდაჭერა გამოუცხადა სირიის ახალ, გაფართოებულ ოპოზიციურ კოალიციას, რუსეთი კი მის შექმნას ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა. პრეზიდიენტ ბაშარ ალ-ასადთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა გაერთიანება გადაწყვიტეს კვირას, ყატარში, აშშ-ისა და არაბული ქვეყნების ორგანიზებით გამართულ სამიტზე. ახალ ჯგუფს - რომელსაც ოპოზიციისა და რევოლუციური ძალების სირიის ეროვნული კოალიცია ეწოდება - სათავეში ჩაუდგა სუნიტი სასულიერო პირი, მოაზ ალ-ხათიბი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ, მარკ ტონერმა ოპოზიციურ ჯგუფს დაარსება კვირას მიულოცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი თანამშრომლობისთვის მზად არის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დღეს განაცხადა, ახალმა ბლოკმა კრიზისს გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით უნდა მოუძებნოსო და ეროვნულ კოალიციას მოუწოდა არ დაუშვას საშინაო საქმეებში გარედან ჩარევა.
XS
SM
MD
LG