Accessibility links

logo-print

პროკურატურა დღეს გამოაქვეყნებს დაკავებულ მაღალჩინოსანთა ვინაობას


მთავარი პროკურატურა დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნებს შსს-ს დაკავებულ მაღალჩინოსანთა ვინაობას და მტკიცებულებებს, რომლებიც დაკავების საფუძვლად იქცა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს ბრალად ედება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოტივით დაკავება. კონსტიტუციური უსაფრთხოების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების წარმომადგენლები მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ 14 ნოემბერს დააკავეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულთა შორის არიან კუდ-ის მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი ყავლაშვილი.
XS
SM
MD
LG