Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზღვაურთა პრობლემის გამო მექსიკიდან პანამაში ჩავიდა საქართველოს ელჩი


საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამიდან ქართველი მეზღვაურების ჩამოყვანის შესაძლებლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან განიხილავს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი ინფორმაციით, მეზღვაურთა პრობლემის გამო მექსიკიდან პანამაში ჩავიდა საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე. მინისტრის განმარტებით, დაზიანებულ ნიგერიულ გემს პანამის პორტში არ უშვებენ, გემთმფლობელს კი ქართველი მეზღვაურების მიმართ აქვს დავალიანება, რომლის გამოც გადაწყვეტილება თავად მეზღვაურებმა უნდა მიიღონ. მაია ფანჯიკიძის თქმით, პრობლემის მოგვარების გეგმა დღის ბოლოსთვის გაირკვევა. მეზღვაურები, რომლებიც უკვე სამი თვეა პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრში იმყოფებიან და გემის მდგომარეობის გამო, ნაოსნობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, კუთვნილ ხელფასს და საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG