Accessibility links

logo-print

პაკისტანში სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად


პაკისტანში სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე იყო შიიტ მუსულმანთა რელიგიური მსვლელობა. პროვინცია ხიბერ პახტუნხვის ინფორმაციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალაქ დერა ისმაილ ხანში კვირას მომხდარი ინციდენტის დროს გარდა ამისა 17 ადამიანი დაიჭრა. შაბათს იმავე ქალაქში სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა, როცა ბომბი აფეთქდა შიიტების თავშეყრის სიახლოვეს. პაკისტანელი შიიტები მუსულმანთა დღესასწაულ აშურას აღნიშნავდნენ.
XS
SM
MD
LG