Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა სტუდენტებმა ფრანგი ჯარისკაცების მკვლელის შეწყალება მოითხოვეს


ასობით ავღანელმა სტუდენტმა საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო ავღანელი ჯარისკაცის დასაცავად, რომელსაც სიკვდილით დასჯა ელოდება ხუთი ფრანგი ჯარისკაცის დახოცვის გამო. სტუდენტებმა აღმოსავლეთ ავღანეთში გადაკეტეს ჯალალაბადისაკენ მიმავალი გზა და სიკვდილმისჯილი ჯარისკაცის აბდულ საბურის განთავისუფლებას ითხოვდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ საბურმა იანვარში დახოცა ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც კაპისას პროვინციაში განლაგებულ სამხედრო ბაზაში დარბოდნენ. აბდულ საბური პირველი ავღანელია, რომელიც გასამართლდა ნატოს ჯარისკაცებზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობის გამო. ასეთ თავდასხმები საკმაოდ გახშირდა ავღანეთის უსაფრთოხების ძალების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც იარაღს მათი მოკავშირეების დასახოცად იყენებენ.
XS
SM
MD
LG