Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბომბის აფეთქებისას 19 კაცი დაიჭრა ხოსტის პროვინციაში


სულ მცირე 19 კაცი დაიჭრა ბომბის აფეთქების დროს ავღანეთის აღმოსავლეთით მდებარე ხოსტის პროვინციაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბომბი, რომელიც ველოსიპედზე იყო დამონტაჟებული, ბაზარში აფეთქდა ორშაბათს დილას. ყველა დაჭრილი სამოქალაქო პირია, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG