Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტი კრიზისზე ესაუბრება მოსამართლეებს


ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამად მურსის პრესმდივნის განცხადებით, ეგვიპტის ლიდერები „ძალიან ოპტიმისტურად“ აფასებენ ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივას. ამ შინაარსის განცხადება გაკეთდა მურსისა და მოსამართლეების შეხვედრამდე, რომელზეც უნდა იმსჯელონ პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გაზრდით ეგვიპტელებში გამოწვეული უკმაყოფილების შესახებ. დეკრეტით, რომელიც მურსიმ გასულ კვირაში, ხუთშაბათს დაამტკიცა, სასამართლოებს წაერთვა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე რაიმე სახის ზეგავლენის უფლება. პრეზიდენტის ამ ნაბიჯით გამოწვეული პროტესტის ნიშნად, ეგვიპტელები რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ და აპირებენ დემონსტრაციების გაგრძელებას დეკრეტის გაუქმებამდე. მურსი აცხადებს, რომ მხოლოდ დროებით გაიზარდა უფლებამოსილება, რათა დააჩქაროს დემოკრატიზაციის პროცესი. ხუთშაბათს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG