Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა დღეს მიტ რომნის უმასპინძლებს


დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებში მის რესპუბლიკელ მეტოქეს - მიტ რომნის უმასპინძლებს თეთრ სახლში. ეს იქნება პირველი შეხვედრა არჩევნების შემდეგ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ შეხვედრისთვის არ არის განსაზღვრული ოფიციალური დღის წესრიგი, თუმცა, ბარაკ ობამას სურს მოისმინოს რომნის მოსაზრებები მთავრობის ეფექტიანობის გაზრდაზე. ობამამ განაცხადა, რომ რომნის ზოგიერთი იდეა ”შესაძლოა, ძალიან სასარგებლო იყოს”. ობამა-რომნის შეხვედრა კონგრესში ბიუჯეტის განხილვის ფონზე იმართება. პრეზიდენტსა და კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს შორის ბიუჯეტის საკითხზე დაძაბული დისკუსია მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG