Accessibility links

logo-print

თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაიბარეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაიბარეს. როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა განუცხადა სააგენტო"ინტერპრესნიუსს", პროკურატურაში ხელმეორედ დაბარების მიზეზები გუნავასთვის არავის დაუკონკრეტებია, თუმცა მას უთხრეს, რომ დაკითხვა წარსულ საქმიანობას უკავშირდება. ადვოკატ ონიანის დაცვის ქვეშ მყოფი, წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურაში 17:00 საათისთვის არის დაბარებული. თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით ათიოდე დღის წინ დააკავეს, რის შემდეგაც მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. თენგიზ გუნავა თვლის, რომ უდანაშაულოა და თავისი დაკავების გარემოებების ობიექტურად გამოსაძიებლად მან უკვე მიმართა პროკურატურას. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 28 ნოემბერს ”მაესტროს” ტელეეთერით გამოსვლისას, მიმდინარეობს მოკვლევა და ”გამორიცხული არაფერი არ არის”.
XS
SM
MD
LG