Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პარლამენტი კენჭს უყრის ახალი კონსტიტუციის პროექტს


ეგვიპტის პარლამენტში დაიწყო კენჭისყრა ახალი კონსტიტუციის პროექტზე მას შემდეგ, რაც წუხელ გვიან დასრულდა პროექტის საბოლოო ტექსტზე მუშაობა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ კონსტიტუციის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენენ პრეზიდენტ მუჰამად მურსის, ხოლო ის რეფერენდუმზე გაიტანს ახალ კონსტიტუციას. იმედოვნებენ, რომ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში წინსვლა განმუხტავს დაძაბულობას, რომელიც გამოიწვია მურსის დეკრეტმა მისი უფლებამოსილების გაზრდის შესახებ.
XS
SM
MD
LG