Accessibility links

logo-print

იაპონიაში საავტომობილო გვირაბში 9 ადამიანი დაიღუპა


იაპონიაში შეისწავლიან საავტომობილო გვირაბების მდგომარეობას. სულ ცოტა 9 ადამიანი ემსხვერპლა კვირას ტოკიოდან 80 კილომეტრზე, ერთ-ერთ გვირაბში, რომელიც ფუჯის მთასთან მდებარეობს, ბეტონის ფილების ჩამოცვენას. ტრასის ამ მონაკვეთის ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ გვირაბის სახურავი სექტემბერში შემოწმდა და ხარვეზი არ აღმოუჩენიათ. იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ გულდასმით იქნება შესწავლილი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის მდგომარეობა. ის 1960-70-იან წლებში აიგო. ტრაგედიის მიზეზი, სავარაუდოდ, ქსელის სიძველეა.
XS
SM
MD
LG