Accessibility links

ეგვიპტის გაზეთებმა მუშაობა შეაჩერეს კონსტიტუციიის პროექტისადმი პროტესტის ნიშნად


ეგვიპტის რამდენიმე დამოუკიდებელმა და ოპოზიციურმა გაზეთმა შეაჩერეს მუშაობა პროტესტის ნიშნად, რომელიც მიმართულია ახალი კონტიტუციის პროექტში აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. სამშაბათის პროტესტში ჩართულია სულ მცირე რვა გაზეთი. კერძო ტელეარხები თავიანთ საპროტესტო აქციას ოთხშაბათს მოაწყობენ. კონსტიტუციის პროექტის და პრეზიდენტ მუსრის მიერ თავისი ძალაუფლების გაფართოების მიზნით მიღებული დადგენილების მიმართ საპროტესტო აქცია სამშაბათს საღამოს კაიროში იმართება. ოპოზიცია აცხადებს, რომ კონტიტუცია არ იცავს ქალთა და უმცირესობების უფლებებს. მურსი თვლის, რომ კონტიტუცია მანამ უნდა დამტკიცდეს, სანამ ის თავის დეკრეტს გააუქმებდეს. კონსტიტუციის პროექტი ნაჩქარევად დაამტკიცა გასულ კვირაში კომისიამ, რომელიც მურსის მომხრეებითაა დაკომპლექტებული. პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტის შესახებ რეფერენდუმის 15 დეკემბრისთვის გამართვის მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG