Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ის ლიდერებმა დაასრულეს აშხაბადის სამიტი


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერებმა დაასრულეს თურქმენეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აშხაბადში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ ერთობლივი ანტი-ტერორისტული წვრთნების ჩატარებაზე და თანამშრობლობაზე ნარკოტიკების ტრეფიკინგთან, ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესებში. აშხაბადის სამიტში მონაწილეობა დსთ-ის ქვეყნების 11 პრეზიდენტიდან ცხრამ მიიღო. ყირგიზეთის პრეზდიენტი სამიტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „დაკავებული სამუშაო განრიგის“ გამო გამოეთიშა. მოლდავეთის პრეზიდენტმა კი სამიტზე პრემიერ-მინისტრი მიავლინა. 2013 წლის 1 იანვარს დსთ-ის მორიგე ხელმძღვანელის სტატუსს თურქმენეთისგან ბელორუსია გადაიბარებს.
XS
SM
MD
LG