Accessibility links

გარდაიცვალა ლეგენდარული არქიტექტორი ოსკარ ნიმაიერი


104 წლის ასაკში გარდაიცვალა არქიტექტორი ოსკარ ნიმაიერი. მან მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდერნისტული შენობები შექმნა. მისი ხელმძღვანელობით აიგო ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიის მთავარი სამთავრობო შენობები. მანვე, ლე კორბუზიესთან ერთად იმუშავა გაეროს სათავო ოფისზე ნიუ იორკში. ”ბრაზილიამ გენიოსი დაკარგა” - განაცხადა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, დილმა რუსეფმა. რიო დე ჟანეიროს მერმა ედუარდო პაესმა კი არქიტექტორის მშობლიურ ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG