Accessibility links

logo-print

45-წლიანი ემიგრაციის შემდეგ „ჰამასის“ ლიდერი ღაზაში ჩავიდა


დღეს ღაზის სექტორში, 45-წლიანი ემიგრაციის შემდეგ პირველად ჩავიდა „ჰამასის“ ლიდერი ხალედ მაშაალი. „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, მაშაალი მონაწილეობას მიიღებს ამ ისლამისტური დაჯგუფების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ორდღიან ზეიმში. ღაზის სექტორს „ჰამასი“ 2007 წლიდან აკონტროლებს. შაბათს, ქალაქ ღაზაში დანიშნულ საჯარო გამოსვლაზე მაშაალი აპირებს, „ჰამასის“ სამომავლო პოლიტიკურ სტრატეგიაზე ისაუბროს. გასულ თვეში ისრაელმა რვადღიანი იერიში განახორციელა ღაზაში მოქმედი პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ, რათა აღეკვეთა ამ უკანასკნელთა სარაკეტო თავდასხმები სამხრეთ ისრაელის დასახლებულ პუნქტებზე. ამ დაპირისპირების შედეგად დაიღუპნენ, სულ ცოტა, 170 პალესტინელი და ექვსი ისრაელი მოქალაქე. შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა - ეგვიპტის შუამავლობით - საზავო შეთანხმება გააფორმეს.
XS
SM
MD
LG