Accessibility links

logo-print

ეგვიპტის საპრეზიდენტო სასახლისკენ დემონსტრანტების მსვლელობა მოეწყო


ათასობით დემონსტრანტმა მოაწყო მსვლელობა კაიროში, ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის სასახლისკენ. გამოსვლების გაძლიერება გამოიწვია მურსის გადაწყვეტილებამ, პროტესტის მიუხედავად მაინც ჩაატაროს რეფერენდუმი კამათის საგნად ქცეული კონსტიტუციის პროექტის საკითხზე. პრეზიდენტის სასახლის წინ სამხედროები და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ხუთშაბათს მურსი გამოვიდა კონსტიტუციის პროექტის ირგვლივ დისკუსიის გამართვის ინციატივით - თუმცა იქვე განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფერენდუმი 15 დეკემბერს აუცილებლად შედგება. ოპოზიცია აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტში არ არის გათვალისწინებული ძირითადი უფლებების დაცვა და გამოდის რეფერენდუმის გაუქმების მოწოდებით.
XS
SM
MD
LG