Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო აპირებს დსთ-ში საქართველოს მიწვევას


ბელორუსია 2013 წელს იქნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგე თავმჯდომარე და აპირებს, მასში გაწევრიანება შესთავაზოს საქართველოს. საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. მისი აზრით, საქართველო არაფერს დაკარგავს დსთ-ში დაბრუნებით, ხოლო რუსეთი მხოლოდ მოხარული იქნება. ბელორუსიის პრეზიდენტის აზრით, დსთ-ში საქართველოს დაბრუნება ხელს შეუწყობს ყველა პრობლემის, მათ შორის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.
XS
SM
MD
LG