Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი წერეთელი: როგორც ამერიკელ სენატორთა შეფასება მოწმობს, დაკავებები გარედან ისე სამართლიანი არ ჩანს


ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა ჯონ მაკკეინის, ჯო ლიბერმანის და კიდევ რამდენიმე ამერიკელი სენატორის მიერ გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ სასამართლოს არ იყენებს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბოლოდროინდელი დაპატიმრებები შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართული არჩევნების შემდგომ პერიოდში ქულების დასაწერად. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ გავლენიანი ამერიკელი სენატორების განცხადება მწვავეა და მას გაანალიზება სჭირდება. ”სენატორების შეფასება მოწმობს, რომ გარედან დაკავებები არ ჩანს ისე სამართლიანად, როგორც ამას ახალი ხელისუფლება აცხადებს” - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
XS
SM
MD
LG