Accessibility links

ბრიუსელში გაემგზავრა მოწმედ დაბარებული დავით საყვარელიძე


პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით საყვარელიძე, რომელიც დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმედ იყო დაბარებული, ბრიუსელში გაემგზავრა. პარტიის პრესსამსახურში სააგენტოებს ინტერპრესნიუსს და პირWელს საყვარელიძის გამგზავრების მიზეზად მივლინება დაუსახელეს, თუმცა არ დააკონკრეტეს მივლინების მიზანი და დეპუტატის დაბრუნების თარიღი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მისთვის დეპუტატს საზღვარგარეთ მივლინებით გამგზავრების შესახებ არ უცნობებია, დაელოდებიან საყვარელიძის დაბრუნებას და მას კიდევ ერთხელ დაიბარებენ. დავით საყვარელიძის მოწმედ დაკითხვის გადაწყვეტილება უკავშირდება 2006 წელს, რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების გამოძიებას. იმ პერიოდში საყვარელიძე მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი იყო. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი 7 მილიონ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ კომპანიაზე, ორი წლის შემდეგ კი, მიწა 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა თბილისის მერიამ.
XS
SM
MD
LG