Accessibility links

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გაიმართა ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია


საქართველოს მთავრობის ყოფილ დაკავებულ მაღალჩინოსნებს დღეს სოლიდარობა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამოუცხადეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე. მისმა მონაწილეებმა დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. ყოფილი მინისტრები ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია, რომელიც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორია, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მაოდგილე კახა დამენია, ”თელასის” გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, კომპანია "L&F სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ 19 დეკემბერს დააკავეს ქრთამის აღების და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემის გამო. საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა სქემის შინაარსი, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და მოსამართლის ნებართვა, რომლის საფუძველზეც საუბრები ფარულად ჩაიწერა.
XS
SM
MD
LG