Accessibility links

logo-print

პუტინს „წარმოდგენა არ აქვს“ როგორ მოექცეს თბილისს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ „წარმოდგენა არ აქვს“ როგორ მოექცეს თბილისს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საკითხთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ საქართველოს ახალი მთავრობსიგან გარკვეულ „პოზიტიურ სიგნალებს“ ხედავს და თვლის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისთვის კავშირების გაუმჯობესება შესაძლებელია: "ჩვენ ნამდვილად გვინდა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება - თუმცა, მოდით გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ამაში საქართველო უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე რუსეთი. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ცხვირაწეულ პოზიციაში დგომას და განცხადებას, რომ ეს ჩვენ არ გვჭირდება" - განაცხადა მან. თუმცა, პუტინის თქმით, რუსეთი უკან ვერ წაიღებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს - ამავე დროს კი საქართველოც არ შეცვლის პოზიციას ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ამგვარი ჩიხის შექმნაში პუტინმა ბრალი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დასდო, თუმცა ეს მოსაზრება არ განუვრცია. რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.
XS
SM
MD
LG