Accessibility links

logo-print

პაკისტანში სასულიერო პირები გამოდიან პროტესტისკენ მოწოდებით


პაკისტანის ზოგიერთი სასულიერო პირი დღეს საყოველთაო საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებით გამოდის, რაც ბოლო დროს პაკისტანში ჯანდაცვის მუშაკების მკვლელობებს უკავშირდება. ისლამისტმა ექსტრემისტებმა ბოლო დროს 9 ადამიანი (უმრავლესობა ქალები) მოკლეს, როცა ისინი პოლიომიელიტის ვაქცინაციას ახორციელებდნენ. თავდამსხმელები აცხადებენ, რომ პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამა აშშ-ის ჯაშუშური საქმიანობის შესანიღბად გამოიყენება და თავად ვაქცინებიც მავნებელია.
XS
SM
MD
LG