Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო


დელიში პოლიციამ ხელკეტები და ცრემლმდენი გაზო გამოიყენა იმ ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ქალების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მართავდნენ აქციას, ერთი კვირის წინ მომხდარი გაუპატიურების შემზარავი შემთხვევის ფონზე. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „ჩამოხრჩობა დამნაშავეებს“ და „მოვითხოვთ სამართალსო“. პოლიციის ცნობით, დემონსტრაცია უკონტროლო გახდა და მისმა მონაწილეებმა პოლიციის რიგების გარღვევა სცადეს, პრეზიდენტის სასახლისკენ მსვლელობის მოწყობის მიზნით. არის ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციას ქვები დაუშინა. ინდოეთში დიდი მღელვარება გამოიწვია ცნობამ, რომ 23 წლის ქალი ავტობუსში სასტიკად გააუპატიურა ექვსი მთვრალი კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა. გაუპატიურების შემდეგ მათ მსხვერპლი და მისი მეგობარი კაცი დიდი სიჩქარით მოძრავი ავტობუსიდან გადააგდეს. ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. ექვსი ეჭვმიტანილი დაკავებულია.
XS
SM
MD
LG