Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ევროკავშირი ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის მოლაპარაკების მოწოდებით გამოდიან


რუსეთი და ევროკავშირი ერთობლივად გამოდიან მოწოდებით ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადება. ტექსტში გამოთქმულია მოწოდება „გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების“ გადადგმისკენ, „ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის მიზნით“. დოკუმენტი ორივე მხარეს მოუწოდებს თავი აარიდონ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ურთიერთნდობას უთხრის ძირს და სირთულეებს უქმნის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნის გზით მოგვარების პერსპექტივას. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი და ბრიუსელი „ძლიერად ეწინააღმდეგებიან“ დასავლეთის სანაპიროზე ისრაელის ახალი დასახლებების მშენებლობას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთი და ევროკავშირი „არ აღიარებენ არანაირ ცვლილებას 1967 წლამდე არსებულ საზღვრებში, მათ შორის იერუსალიმთან მიმართებით“, თუკი ამ ცვლილებებს კონფლიქტის ორივე მხარე არ გაიზიარებს.
XS
SM
MD
LG