Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტი უარს ამბობს ბერლუსკონის შეთავაზებულ კოალიციაზე


იტალიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მარიო მონტი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს დათანხმდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის წინადადებას , რათა მონტიმ უხელმძღვანელოს მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციას, რომელიც თებერვალში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. კვირას გამართულ პრეს-კონფერენციაზე მონტიმ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ „სანდო პოლიტიკური ძალის შეთავაზების“ შემდეგ მიიღებსარჩევნებში მონაწილეობას. მონტი იმედოვნებს, რომ მისი რეფორმებს კურის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება და იგი ასევე განიხილავს მომავალ მინისტრთა კაბინეტის მუშაობაში შესაძლებლობასაც. მარიო მონტი თანამდებობიდან 21 დეკემბერს, მას შემდეგ გადადგა, რაც მინისტრთა კაბინეტმა ბერლუსკონის „თავისუფალ ხალხის პარტიის“ მხარდაჭერა დაკარგა. იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ დაითხოვა პარლამენტი და მონტის მოუწოდა ვადამდელ არჩევნებამდე უხელმძღვანელოს მინისტრთა კაბინეტის მუშაობას.
XS
SM
MD
LG