Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილი: ზურაბ ადეიშვილის ბრალდების დადგენილება პრაქტიკულად მზად არის


იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბრალდების დადგენილება პრაქტიკულად მზად არის და სასამართლოს დღეს, ან ხვალ წარედგინება - ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. მისი განმარტებით, ბრალი ე.წ. ციხის სკანდალის საქმის გამოძიებისას გამოიკვეთა. დღესვე არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, ვანო მერაბიშვილი დაიკითხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების საქმეზე, რომლის გამოც რამდენიმე პირს, მათ შორის ყოფილ მინისტრებს ალექსანდრე ხეთაგურს და ნიკა გვარამიას სასამართლომ გორაო შეუფარდა. კბილაშვილის თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერების თანახამდ, მერაბიშვილი საქმის შესახებ ინფორმირებულობას ამჟღავნებს. ამავე პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ პრეტენზიები უცხოეთში არსებობს. არჩილ კბილაშვილის ცნობით, პროკურატურას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმართა ერთ-ერთი სახელმწიფოს საელჩომ, რომლის განმარტებით, მისი ქვეყნის მოქალაქე კონკრეტულმა მინისტრმა აიძულა "ტოიოტას" მარკის 10 ავტომანქანა შეეძინა. მთავარმა პროკურორმა კონკრეტული ქვეყანა და ყოფილი მინისტრის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს "ძალიან მძიმე შემთხვევაა."
XS
SM
MD
LG