Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილის მეუღლე პოლიციელის ცემის ფაქტზე დაიკითხა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც უწყებაში შესვლამდე სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უწყება დილით მიუვიდა, თუმცა არ იცის, რა საკითხზეა დაბარებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე ეხება მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს პოლიციელების ცემის ფაქტს. "თაკო სალაყაია დაბარებულია საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების ცემას შეეხება", - აღნიშნეს პროკურატურაში. დაკითხვის შემდეგ თაკო სალაყაიამ პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.
XS
SM
MD
LG