Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, გიორგი კიკაძის ცხედარი საქართველოში გადაასვენეს


ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, გიორგი კიკაძის ცხედარი საქართველოში გადაასვენეს. სერჟანტი გიორგი კიკაძე ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარდა, მისი ცხედარი კი 29 დეკემბერს აღმოაჩინეს. თბილისის აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიორგი კიკაძის დაღუპვას შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია უწოდა, სერჟანტის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მზრუნველობას და დახმარებას დაჰპირდა. ”ჩვენ მეტი სიფრთხილით და სამხედრო პროფესიონალიზმით უნდა განვაგრძოთ მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული სერჟანტის დაკრძალვის ხარჯს და მის ოჯახს კომპენსაციას გადაუხდის.
XS
SM
MD
LG