Accessibility links

დამასკის მახლობლად საავიაციო თავდასხმა განხორციელდა


ათეულობით ადამიანი დაიხოცა სირიაში, დედაქალაქ დამასკის მახლობლად ბენზინის წერტზე საავიაციო თავდასხმის შედეგად. ლონდონის ადამიანის უფლებების მეთვალყურე ჯგუფის, ადგილზე მყოფი წარმომადგენელი იტყობინება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო დამასკის გარეუბანი, მლეიჰა. სავარაუდოდ, იქ,მოყვარულის მიერ გადაღებული ვიდეო აჩვენებს დახოცილთა გვამებს და ცეცხლწაკიდებულ ავტომანქანებს. ეს თავდასხმა მოხდა მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულთა, სამხედრო ბაზაზე, ტაფტანაზთან, იდლიბის პროვინციაშიშეტევის შემდეგ. 2011 წლის მარტის შემდეგ დაწყებული შეიარაღებული ამბოხების განმავლობაში ორივე მხარეს სულ 45 ათასამდე ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG