Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში განახლდა სუდანის სამიტი


ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში განახლდა სუდანის სამიტი. სუდანისა და სამხრეთ სუდანი ლიდერები, ომარ ალ-ბაშირი და სილმა კიირი მსჯელობენ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მწვავე საკითხებზე. მათ შორისაა ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის განაწილება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული დავის მოგვარება. დღის წესრიგშია ასევე ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დემარკაცია, რაც დღემდე არაა გადაწყვეტილი. 2005 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელმაც ბოლო მოუღო სუდანში კონფლიქტს, 2011 წელს გათვალისწინებული იყო ახალი სახელმწიფოს, სამხრეთ სუდანის შექმნა.
XS
SM
MD
LG