Accessibility links

logo-print

მოძრაობა "პატრიოტებმა" საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერი პეტიცია გაავრცელა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერი პეტიცია Facebook-ით გაავრცელა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო მოძრაობამ სახელწოდებით "პატრიოტები." პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტია 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება და უპატივცემულობა მოსახლების იმ დიდი ნაწილისადმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. მოძრაობა ”პატრიოტები” მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ, ”ზიანს აყენებენ სახელმწიფოებრიობას და ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას.” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება 20 იანვარს დასრულდება. თავის მხრივ, სწორედ 20 იანვრამდე მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას საზოგადოებრივ მოძრაობა ”ერთსულოვნებაში” გაერთიანებული ორგანიზაციები, რომელთა განცხადებით, უკვე შეგროვებულია 800 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მომხრეები აცხადებენ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა სწორედ 20 იანვარს, ინაუგურაციის 5 წლისთავზე ეწურება და არა 2013 წლის ოქტომბერში, როგორც ეს ნაციონალურმა მოძრაობამ განსაზღვრა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით.
XS
SM
MD
LG