Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი: ქაშმირში ორი ჯარისკაცი მოკლეს პაკისტანელმა სამხედროებმა


ინდოეთის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ორი ინდოელი სამხედრო პირი მოკლეს ქაშმირის რეგიონის გამყოფი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. ქაშმირი ამ ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიაა. ინდოეთის წარმომადგენლების ცნობით, შეტაკება მოხდა სამშაბათს, მას შემდეგ, რაც პაკისტანელმა ჯარისკაცებმა გადაკვეთეს საზღვარი და გადავიდნენ ტერიტორიაზე, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს. ინდოეთის არმიის პრესმდივანმა ამ შეტაკებას „სერიოზული პროვოკაცია“ უწოდა. პაკისტანის არმია უარყოფს თავდასხმის დაწყების ბრალდებას. 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთი და პაკისტანი სამჯერ ეომნენ ერთმანეთს ქაშმირის გამო. ბოლო ომი 1999 წლით თარიღდება.
XS
SM
MD
LG