Accessibility links

ინდოეთი: პაკისტანის შეტევას უპასუხოდ არ დავტოვებთ


ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სალმან ხურშიდის განცხადებით, ქაშმირის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი უპასუხოდ არ დარჩება. 8 იანვარს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. მომხდარში ინდური მხარე პაკისტანს ადანაშაულებს. ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა კი დაგმო ”ინდოელი ჯარისკაცების ცხედრებისადმი არაჰუმანური მოპყრობა”. ინდური მედიის ცნობით ერთ ჯარისკაცს თავი მოჰკვეთეს, მეორეს კი ყელი გამოღადრეს.
XS
SM
MD
LG