Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ჩავესის ინაუგურაციის გადადება დაამტკიცა


ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მანამდე პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს პრეზიდენტად უგო ჩავესის მესამე ვადით ინაუგურაცია. სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის მართვას გააგრძელებს ახლანდელი ადმინისტრაცია, როგორც გარდამავალი მთავრობა. ექვსკაციანი საბჭოს ოთხშაბათის გადაწყვეტილება პასუხი იყო ოპოზიციონერი კანონმდებლების მოთხოვნაზე, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან ჩავესს არ ჰქონდა უნარი დასწრებოდა ცერემონიას 10 იანვარს, როცა მას ერთგულების ფიცი უნდა დაედო პარლამენტში.
მაგრამ ის კუბაში იმყოფება კიბოს სამკურნალოდ, რის გამოც პარლამენტს სთხოვა ინაუგურაციის ვადის გადადება. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. უგო ჩავესი 1999 წლიდან არის ვენესუელის პრეზიდენტი. ის ოქტომბერში აირჩიეს მესამე ვადით.
XS
SM
MD
LG