Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილოშ ზემანი. ხმების 99%-ის დათვლის შედეგებით, მას ერგო 24,2% - ცოტათი მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრს კარელ შვარცენბერგს. შვარცენბერგმა მოიპოვა ხმების 23,4% - ბევრისათვის მოულოდნელად, რადგან ექსპერტების უმრავლესობა არჩევნების მეორე ტურში ზემანთან ერთად გასვლას უწინასწარმეტყველებდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ იან ფიშერს. იმის გამო, რომ პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი, 25-26 იანვარს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური რომელშიც ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან მილოშ ზემანი და კარელ შვარცენბერგი. ჩეხეთის რესპუბლიკაში პირველად იმართება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. აქამდე პრეზიდენტს პარლამენტარები ირჩევდნენ.
XS
SM
MD
LG