Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგის ქარდავა პროკურატურის ბრალდებას უარყოფს


მეგის ქარდავა პროკურატურის განცხადებას და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული ფაქტების ორგანიზების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურამ ქარდავას ბრალი გუშინ სულ სხვა ეპიზოდის მიხედვით წარუდგინა და აღნიშნულ კადრებზე ბრალდება არ არის წარდგენილი. ”ვიღაც თანამშრომელი თუ ვინმეს უღებდა და ამაში ფულს იღებდა, ეს არ შეიძლება მეგის ქარდავას დავალებული იყოს” - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.
XS
SM
MD
LG